1999 წლის შემდეგ პირველად | ნიქსის დომინაცია კლივლენდთან და სუპერფინალი
NBA-ის სუპერფინალური სერიის პირველი მონაწილე „ნიუ იორკ ნიქსია“. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ნიქსმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ 4:0 გაანადგურა და გამთენიისას გამართული შეხვედრა 130:93 მოიგო.
„ნიქსმა“ სუპერფინალური სერიის საგზური ბოლო 27 წელიწადში პირველად მოიპოვა. „ნიუ იორკი“ ბოლოს სუპერფინალში 1999 წელს იყო, როდესაც „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
„ნიუ იორკის“ რიგებში გამორჩეული იყო კარლ-ენტონი თაუნსი — 19 ქულა, 14 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. ოჯი ანუნობის 17 ქულა ჰქონდა, მიკალ ბრიჯისმა და ჯეილენ ბრანსონმა 15-15 ქულა დააგროვეს, ლენდრი შამეტმა კი მატჩი 16 ქულით დაასრულა. „კლივლენდის“ მხრიდან 31 ქულით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. ევან მობლიმ 15 ქულა დააგროვა, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა მორიგი ცუდი თამაში ჩაატარა. „წვერამ“ 12 ქულა მიითვალა, მაგრამ 8-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო და 5 დაკარგვა ჰქონდა.
ცნობისთვის, „ნიქსმა“ „ფილადელფია“ და „კლივლენდი“ 4:0, 4:0 დაამარცხა და სუპერფინალში „ოკლაჰომა სითი თანდერისა“ და „სან ანტონიო სპურსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.