მილანმა ალეგრი დაითხოვა
„მილანმა“ მასიმილიანო ალეგრი და კლუბის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა.
სერია ა-ს გასული სეზონის შედეგებით, „როსონერიმ“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა, 70 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.
ახლა კი იტალიურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის, ალეგრის, სპორტული დირექტორის, იგლი ტარეს, გენერალური დირექტორის, ჯორჯიო ფურლანისა და ტექნიკური დირექტორის, ჯეფრი მონკადას გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ „მილანი“ 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „როსონერის“ მთავარ მწვრთნელს კონფლიქტი ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა უკვე შეარჩია.