სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო | ლეიკერსის ფანებს სურთ მამუმ ძირითადში დაიწყოს

Lakers Nation-მა გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს სთხოვა, დაესახელებინათ კალათბურთელი, რომელმაც ახალი სეზონი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. გამოკითხვაში სანდრო მამუკელაშვილმა გაიმარჯვა და მას მხარი გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა დაუჭირა.

„სასტარტო ხუთეულის მეხუთე წევრის ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა შეგვიძლია სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება გუნდს. თუ „ლეიკერსის“ ფანები იმას მიიღებენ, რაც უნდათ, მაშინ ძირითად შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს ვიხილავთ.

მამუკელაშვილმა გამოკითხვაში ხმების 40 პროცენტი მიიღო და კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა. ადვილი დასანახია, თუ რატომ სურთ გულშემატკივრებს მამუკელაშვილის სასტარტო ხუთეულში ხილვა — იგი ამ ჯგუფში საუკეთესო შემტევი ოფციაა. მას შეუძლია როგორც საკუთარი სროლის შექმნა, ისე „ლეიკერსის“ მთავარ გამთამაშებლებთან შეთამაშება“, — წერს Lakers Nation-ი.

ცნობისთვის, გასულ რეგულარულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტია | რას წერს L'Equipe-ი ხვიჩასა და პსჟ-ზე
კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტია | რას წერს L'Equipe-ი ხვიჩასა და პსჟ-ზე