მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„გაფუჭებული მანქანაა“ | იანმა მერაბზე ისაუბრა და მებრძოლები დაახასიათა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, მერაბ დვალიშვილთან გასამართ ტრილოგიაზე ისაუბრა. იანმა მებრძოლები დაახასიათა და დვალიშვილს „გაფუჭებული მანქანა“ უწოდა.

„ორი აზრი არ არის, რომ ვადამდელი გამარჯვების მოპოვება მინდა. ჩემი გეგმაა, მეტოქე მენტალურად და ფიზიკურად გავტეხო, თუმცა, როგორც ამბობენ, ნებისმიერი გამარჯვება სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი მოგებაა და თუ ეს ვადამდელი გამარჯვებით მოხდება, ორმაგად სასიამოვნო იქნება“.

რაც შეეხება მებრძოლებს და მათ დახასიათებას, იანმა თქვა: „იან გარი? ბევრს ლაპარაკობს, ცოტას აკეთებს. ბრაის მიტჩელი? თავის სამყაროში ცხოვრობს, უცხოპლანეტელია. შონ სტრიკლენდი? გიჟია. პედი პიმბლეტი? ბევრს ლაპარაკობს, ცოტას აკეთებს. ალჯამეინ სტერლინგი? იღბლიანი. ჩარლზ ოლივეირა? გრეპლერი. შონ ომალი? პუდელი. მერაბ დვალიშვილი? გაფუჭებული მანქანა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება და UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა. ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა მოვსარ ევლოევისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვთვლი, რომ მერაბთან ჩემი საუკეთესო ვერსია ნახეთ - მას ტრილოგიაში იხილავთ“
„არ ვთვლი, რომ მერაბთან ჩემი საუკეთესო ვერსია ნახეთ - მას ტრილოგიაში იხილავთ“