ილია თოფურია, კევინ ვალეხოსი
Aa
Aa

მომწონს, როცა ილიას მადარებენ, თუმცა... | ვალეხოსმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC 294-ზე 24 წლის არგენტინელმა მებრძოლმა კევინ ვალეხოსმა ალჯამაინ სტერლინგი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ ვალეხოსს ილია თოფურიასთან დაკავშირებით ჰკითხეს, არგენტინელს ხშირად ილია თოფურიას ადარებენ.

„ძალიან მომწონს, რომ ხალხი ისეთ მაგარ მებრძოლს მადარებს, როგორიც ორგზის ჩემპიონი ილია თოფურიაა. თუმცა, ამავდროულად, მინდა საკუთარი გზა და საკუთარი კარიერა გავიკვალო და მინდა, რომ ხალხი მიცნობდეს არა როგორც ილია თოფურიას, არამედ როგორც კევინ „ელ ჩინო“ ვალეხოსს.“

კევინ ვალეხოსმა კარიერაში 20 ბრძოლა გამართა, 19 გამარჯვებიდან 13 ნოკაუტით მოიგო. ვალეხოსის ერთადერთი მარცხი 2023 წელს დაფიქსირდა, როცა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჟან სილვამ მოუგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები