მანჩესტერ სიტი, ენცო მარესკა
Aa
Aa

“სწორედ ეს არის პრობლემა“ - მარესკამ წარუმატებლობის მიზეზი ახსნა

მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო. ქალაქელებმა ამჯერად ფულემს ვერ აჯობეს, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მანჩესტერული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარესკა:

„პირადად მე, ალბათ, სიტუაციას თქვენგან განსხვავებული კუთხით ვაანალიზებ. „ბევრ დადებით ასპექტს ვხედავ. ჩვენ ეს გზა ოთხი თვის წინ დავიწყეთ და არა ოთხი წლის წინ.

ცხადია, ეს შედეგი არ მოგვწონს. სამწუხაროდ, მსგავსი მომენტები იმ პროცესის ნაწილია, რომლის გავლაც გვიწევს.

მთავარია, ვიპოვოთ გზა, რომ კარის მშრალად შენახვა შევძლოთ. ზოგჯერ მატჩის 1:0 მოგებაა საჭირო — მცირე უპირატესობით. აუცილებელია, გოლები არ გავუშვათ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამას ვერ ვახერხებთ. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა“.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტიმ ბოლოს 17 ოქტომბერს იფსვიჩის წინააღმდეგ მოიგო. ამის შემდეგ, ქალაქელებმა ასტონ ვილასთან, ბრაიტონთან და ნოტინგემთან წააგეს.

ამ მომენტისთვის, მარესკას გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ქალაქელები ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან, ხოლო შემდეგ შიდა ასპარეზზე არსენალთან სტუმრად გამართავენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “რეალობა გაცილებით რთულია“ - ჟოზე სელტასთან მატჩის შემდეგ
    “რეალობა გაცილებით რთულია“ - ჟოზე სელტასთან მატჩის შემდეგ