გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ტატო გრიგალაშვილი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონია!
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე -81 კილოგამ კატეგორიაში ფინალური დაპირისპირება შედგა, სადაც 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევს დაუპირისპირდა და გოლდენ სქორში ვაზარით დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი პირველი ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის წოდება 4-ჯერ მოიპოვა.
რაც შეეხება უშუალოდ ფინალურ დაპირისპირებას, ტატოს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მსაჯობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მასპინძელ ტცკაევს პასიურობაზე გაფრთხილებებს მაქსიმალურად არ აძლევდნენ. მაგრამ, საბოლოოდ, ტატომ ეფექტური გდებით სამართლიანი შედეგი დააფიქსირა.
დღეს, ტურნირის მეოთხე დღე იყო. ტატომ პირველი შეხვედრა მეორე რაუნდში გამართა და გაჯიმურად ომაროვი დამაჯერებლად, ვაზარითა და ორი იუკოთი დაამარცხა. მერვედფინალში გრიგალაშვილი შვეიცარიელ ორელიენ ბონფერონის დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.
მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნაცე ჰერკოვიჩი გახლდათ, რომელსაც შიდოებით მოუგო, ნახევარფინალში კი სერბ მიჰაილო სიმინს ასევე შიდოებით სძლია.
ცნობისთვის, გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. 2021 და 2025 წლებში ტატომ ვერცხლის მედალი აიღო, 2022-ში, 2023-სა და 2024-ში კი ოქრო.
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ფინალს მიღმა არასდროს დარჩენილა. 12 მონაწილეობა და 12 ფინალი. ევროპზე 3 ქორო და 3 ვერცხლი აქვს.