კორმიე: ილია ან არმანი - გეიჯიმ მაკგრეგორთან ბრძოლა უნდა დაივიწყოს
თუ ჯასტინ გეიჯი გადაწყვეტს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი კონორ მაკგრეგორთან სარფიან ბრძოლაში გაცვალოს, ის თავის სპორტულ მემკვიდრეობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს - ამაში დარწმუნებულია დანიელ კორმიე.
„სადღაც წავიკითხე, რომ მან თითქოს თქვა, მზადაა ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახადოს კონორთან ბრძოლის გამო. ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს ავნებს მის მემკვიდრეობას. ტიტულზე უარის თქმა და ფინანსურად მომგებიანი ბრძოლის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსზე მაღლა დაყენება მცდარი გადაწყვეტილებაა“,
- განაცხადა კორმიემ თავის YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მანამდე კორმიემ აღნიშნა, რომ მის თანამემამულეს სამი რეალური ვარიანტი აქვს - ჩაატაროს ტიტულის დაცვა არმან ცარუკიანის წინააღმდეგ, მისცეს რევანში ილია თოფურიას, ან ვაკანტური გახადოს ჩემპიონის ქამარი და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. ამასთან, UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა ხაზი გაუსვა, რომ არცერთი ეს ვარიანტი „ჰაილაითისთვის“ იოლი არ არის. მან კარიერაში თავისი საუკეთესო ბრძოლა უკვე ჩაატარა, როცა საჩემპიონო ქამრების გაერთიანების შეხვედრაში „ელ მატადორი“ სენსაციურად დაამარცხა.
თავად ჯასტინ გეიჯიმ უკვე განაცხადა, რომ მომდევნო ნაბიჯთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ახალი წლის შემდეგ მიიღებს, როდესაც ყველა ტრავმას მოიშუშებს და ოჯახთან და გუნდთან კონსულტაციის შემდეგ ყველა დადებით და უარყოფით მხარეს აწონ-დაწონის.