Transfermarkt-ის შეფასება | სალიას საბაზრო ღირებულება გაორმაგდა
Transfermarkt-მა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „ნიუკასლის“ შემტევის, ვახტანგ სალიას საბაზრო ღირებულება განაახლა.
წინა შეფასების თარიღთან, 2025 წლის 17 დეკემბერთან შედარებით სალიას ღირებულება გაორმაგდა - 750 ათასი ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე.
19 წლის შემტევს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, წელს კი „კაჭკაჭების“ 21 წლამდე გუნდის მაისურით უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 19 სექტემბერს სალია პრემიერლიგის მატჩში „ნიუკასლის“ განაცხადში მოხვდა, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
აქვე გეტყვით, რომ სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. „კაჭკაჭებმა“ ის 2025 წლის იანვარში შეიძინეს და იჯარით თბილისურ გუნდში დატოვეს. გასული წლის აგვისტოში კი, როცა სალიას 18 წელი შეუსრულდა, ის „ნიუკასლს“ ოფიციალურად შეუერთდა და 21 წლამდე გუნდში ჩაირიცხა.