The Arsenal Insider: მეთოფეები კვერნაძის აგენტს დაუკავშირდნენ
The Arsenal Insider-ი, რომელსაც სოციალურ ქსელ X-ზე 25 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, „ფროზინონეს“ ქართველ გარემარბზე წერს.
„არსენალი“ გიორგი კვერნაძის აგენტს დაუკავშირდა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის კონტექსტში მოლაპარაკებები დაიწყო.
კვერნაძეს სერია ა-ს 5 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. „არსენალი“ მას მარცხენა გარემარბის პოზიციისთვის იდეალურ კანდიდატად განიხილავს“.
Arsenal has started talking to the agent of Giorgi Kvernadze ahead of January transfer window. He has 3 goals 1 assists in 5 games in serie A so far this season. Arsenal sees him as the ideal left wing signing.
— The Arsenal Insider ✍???????? (@Arsenalinsider5) October 7, 2026
ცნობისთვის, სერია ა-ში შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ იტალიურმა პრესამ კვერნაძე „რომას“, „დორტმუნდს“ და „ჰალ სიტის“ დაუკავშირა.
ქართველი გარემარბის შესახებ „ფროზინონეს“ პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემაც ისაუბრა: „ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრებია. არანაირი სატელეფონო ზარი არ მიმიღია. მე ყოველთვის მხოლოდ ოფიციალურ და კონკრეტულ წინადადებებს ველოდები“.