ზედიზედ მეექვსედ | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეოთხე დღეს -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იასპარეზა და ფინალში გავიდა.
ტატომ პირველი შეხვედრა მეორე რაუნდში გამართა და გაჯიმურად ომაროვი დამაჯერებლად, ვაზარითა და ორი იუკოთი დაამარცხა. მერვედფინალში გრიგალაშვილი შვეიცარიელ ორელიენ ბონფერონის დაუპირისპირდა და იპონით მოიგო.
მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნაცე ჰერკოვიჩი გახლდათ, რომელსაც შიდოებით მოუგო, ნახევარფინალში კი სერბ მიჰაილო სიმინს ასევე შიდოებით სძლია.
ცნობისთვის, გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. 2021 და 2025 წლებში ტატომ ვერცხლის მედალი აიღო, 2022-ში, 2023-სა და 2024-ში — ოქრო. მისი მეტოქე ზელიმ ტცკაევია — ტურნირის მასპინძელი აზერბაიჯანის წარმომადგენელი.