„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა“ - ქოჩორაშვილი ოქროს ბურთზე
ლევანტე-სევილიას მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანური პრესის კითხვებს ანდალუსიელთა ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს ეხებოდა.
ქოჩორაშვილი:
„ოქროს ბურთი“? ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივია. ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას ყველა შემთხვევაში დავუჭერ მხარს.
დიდი ხანია, საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ გვყოლია. ყველაფერში მის გვერდით ვარ. ვინმეს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება - 30 ნომინანტს შორისაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაც.