ხვიჩა კვარაცხელია, ტიერი ანრი
Aa
Aa

კვარას გამო საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ | ტიერი ანრიმ ხვიჩაზე ისაუბრა

RMC-ის ეთერში ტიერი ანრიმ მოახლოებულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა. ეს მისთვის პსჟ-ს ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე საუბრის კარგი შესაძლებლობა იყო.

ფავორიტებს შორის არიან უსმან დემბელე, ასევე ფაბიან რუისი და ხვიჩა კვარაცხელია. ეს უკანასკნელი, რომელიც 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მანამდე უკვე გამოარჩიეს მიშელ პლატინიმ და ტონი კროოსმა. ამჯერად კი - ტიერი ანრიმ.

„ოქროს ბურთი? ვამბობ, რომ ყურადღება მიაქციეთ ხვიჩა კვარაცხელიას. რაც მასში მომწონს, არის მისი ოდნავ აგრესიული მხარე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბურთის დასაბრუნებლად მოდის. ის მეტოქეს აწვება და აქვს ის ჟინი, რომელიც მე მომწონს. საქართველოს ნაკრების თამაშების ყურება დავიწყე, რადგან მისი თამაშის ნახვა მინდოდა“, – განაცხადა ანრიმ RMC-ის გადაცემაში Rothen s'Enflamme.

შეგახსენებთ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება. ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ხვიჩა კვარაცხელია იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ზე მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 10 მილიონით გაიზარდა | განახლებული მონაცემები
Transfermarkt-ზე მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 10 მილიონით გაიზარდა | განახლებული მონაცემები