ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

რამდენიმე კვირას გამოტოვებს | შტურმი კიტეიშვილზე ახალ ცნობას ავრცელებს

გრაცის „შტურმის'' ოფიციალური განცხადებით, უნგრეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ცნობილია, რომ გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დეხმარება. ავსტრიული კლუბის ლიდერს  წვივის უკანა კუნთის ტრავმა აქვს.

როგორც Sky Sport Austria წერს, „შტურმისთვის“ ეს მძიმე დარტყმა იქნება, რადგან კიტეიშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდს ეტაპობრივად უბრუნდებოდა.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო მოედანზე თამაში სულ რამდენჯერმე შეძლო. მთავარი მწვრთნელი ფაბიო ინგოლიჩი ბოლო დროს მიზანმიმართულად იყენებდა მოკლე მონაკვეთებში, რათა თავისი საკვანძო მოთამაშე სრულ დატვირთვას ფრთხილად დაბრუნებოდა. 90 წუთის განმავლობაში თამაში მას ჯერ კიდევ არ შეეძლო.

შემდეგი სანაკრებო პაუზა ნოემბერშია, 14 ნოემბერს უნგრეთს ვუმასპინძლებთ, 17 ნოემბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, კოშიცეში დაუპირისპირდება. შესაძლოა, კიტეიშვილი ნოემბრის მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმაროს ან 90 წუთით თამაშისთვის მზად არ იყოს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მინდორს.

რაც შეეხება სექტემბერ-ოქტომბერის სანაკრებო პაუზას, უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა: „როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. შესაბამისად, სანაკრებო შეკრებამდე მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწია და ისიც სასტარტო შემადგენლობიდან არ დამიწყია. რაც შეეხება იმას, თუ რა დროს მივიღებ ხვალინდელ თამაშზე - ეს, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია.“

ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცვლილებაზე ითამაშა (13 წუთი), უკრაინასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. უნგრეთთანაც სასტარტოში იყო, 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 50-ე წუთზე წვივის უკანა კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს. ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი | რატი გრიგალავას პროგრესი ციფრებში
ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი | რატი გრიგალავას პროგრესი ციფრებში