სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ლეიკერსის რიგებში საუკეთესო იყო | მამუკელაშვილის 15 ქულა 18 წუთში

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის პრესეზონის მეორე შეხვედრა გამართა. „საკრამენტო კინგსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ სტუმრად დაუპირისპირდა. „ლეიკერსმა“ ლუკა დონჩიჩის, უოკერ კესლერის, ოსტინ რივზისა და კოლინ სექსტონის გარეშე ითამაშა და 98:124 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 8 წამი გაატარა და 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

სანდრომ 10-დან 6 ბურთი ჩააგდო და 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. მის პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა იყო. „ლეიკერსის“ მხრიდან მასზე მეტი ქულა არავის ჰქონია. ჯეიდენ ჰარდიმ მატჩი 13 ქულით დაასრულა, ხოლო ქუენთინ გრაიმსმა 12 ქულა გაიფორმა.

ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ლეიკერსი“ კიდევ სამ შეხვედრას გამართავს. ლოს ანჯელესელების მომდევნო მეტოქე „საკრამენტო კინგსია“, რომელსაც 9 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ გუნდში | ლეიკერსმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო
მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ გუნდში | ლეიკერსმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო