სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ გუნდში | ლეიკერსმა პრესეზონი გამარჯვებით დაიწყო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონისთვის მზადება დაიწყო. სანდრო მამუკელაშვილმა ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა და პრესეზონზე მისი დებიუტი „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ შედგა.

„ლეიკერსმა“ „საკრამენტო“ 127:103 დაამარცხა, „მამუ“ კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19 წუთი და 8 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 8 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. მის პასივში 2 პერსონალური ჯარიმა და 3 დაკარგვა გახლდათ.

„ლეიკერსის“ რიგებში ფენომენალური იყო ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 16 წუთში 21 ქულა დააგროვა. ქუენთინ გრაიმსმა 16 ქულა მიითვალა, ხოლო ზაირ უილიამსმა მატჩი 13 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ პრესეზონის კიდევ ოთხი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 7 ოქტომბერს ლოს ანჯელესური გუნდი „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება. „მამუ“ და კომპანია რეგულარულ სეზონს 22 ოქტომბერს დაიწყებენ და ზემოთ ხსენებულ „უორიორსს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი მიზანი და ოცნება ევროზე კიდევ ერთხელ თამაშია“ | გიორგი მამარდაშვილის კომენტარი
„ჩვენი მიზანი და ოცნება ევროზე კიდევ ერთხელ თამაშია“ | გიორგი მამარდაშვილის კომენტარი