„ჩვენი მიზანი და ოცნება ევროზე კიდევ ერთხელ თამაშია“ | გიორგი მამარდაშვილის კომენტარი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე შეხვედრა გამართა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად ფრედ, 0:0 ითამაშა. „ჯვაროსნები“ მარცხთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და პენალტიც მოიგერია. მატჩის შემდეგ „ლივერპულისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარემ კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.
„ძალისმიერი თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რომლებიც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, გუნდსა თუ ნაკრებში ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საუკეთესო და მაქსიმუმი გავაკეთო.
ვცდილობ, თავდაჯერებულობა მთლიან გუნდს გადავცე. ამ ოთხი თამაშისთვის ძალიან ვემზადებოდი. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომაც, რომ კლუბში ჯერ ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა. ჩემი აზრით, ცუდად არცერთ შეხვედრაში მითამაშია, რამდენიმე ეპიზოდში გუნდსაც დავეხმარე და, როგორც ვთქვი, ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც გრძელდება. დიდი მადლობა დღეს სტადიონზე მოსულ ქომაგებს“.
შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნებს“ ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ და ჩრდილოეთ ირლანდიას ექვსი ქულით, უნგრეთს ხუთი ქულით, ხოლო უკრაინას ორი ქულით ჩამორჩებიან.
ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო