კოსოვოელ მეტოქესთან წააგო | ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღე ჩვენი ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა და მეორე რაუნდში დამარცხდა.
შავდათუაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე რაუნდში კი კოსოვოს წარმომადგენელს, დარდან ჩენას დაუპირისპირდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, ოქროს დროში კი კოსოვოელმა ძიუდოისტმა მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც შავდათუაშვილმა მესამე შიდო მიიღო.
ცნობისთვის, დღეს შავდათუაშვილის გარდა, ტატამიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.