ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ამ ნაკრების მჯერა, მამარდას მადლობა“ | ბუდუ ზივზივაძის კომენტარი

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და გიორგი მამარდაშვილი რომ არა, „ჯვაროსნები“ დამარცხდებოდნენ.

„ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ თამაში თბილისშიც არ იყო იოლი. სანაკრებო დონეზე არ არსებობს თამაში, რომელშიც რაიმე მიზანს მიაღწევ, თუ ბოლომდე არ დაიხარჯე და არ მოინდომე. მამარდას რაც შეეხება, გასახდელშიც და აქედანაც მას მოგერიებული პენალტისთვის მადლობას ვუხდი, რადგან ამის წყალობით ქულა მოვიპოვეთ.

კიდევ ორი თამაში გვაქვს დარჩენილი, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან, როცა ფეხბურთელები კლუბებში დაბრუნდებიან, ფიქრსა და მომზადებას დაიწყებენ. ვიტყოდი, რომ დაცვის მხრივ გუნდმა ძალიან მოუმატა. როდესაც გურამ კაშიას მსგავსი ლიდერი ნაკრებს ტოვებს, ამხელა დანაკლისის შევსება მარტივი არ არის. ამ ოთხ თამაშში, რამდენიმე ეპიზოდის გარდა, ვფიქრობ, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა.

ამ ნაკრების მჯერა. საქართველოს ნაკრებისთვის მარტივი არასდროს არაფერი ყოფილა. რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ვფიქრობ, ნოემბერში ყველაფერი სხვანაირად იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, დარჩენილ ორ შეხვედრაში დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ“.

ცნობისთვის, საქართველოს ნოემბერში ორი შეხვედრა ელოდება. 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ უნგრეთს უმასპინძლებენ, სამი დღის შემდეგ კი ნეიტრალურ მოედანზე უკრაინას დაუპირისპირდებიან.

ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი მიზანი და ოცნება ევროზე კიდევ ერთხელ თამაშია“ | გიორგი მამარდაშვილის კომენტარი
„ჩვენი მიზანი და ოცნება ევროზე კიდევ ერთხელ თამაშია“ | გიორგი მამარდაშვილის კომენტარი