მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა | სარდალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლის გიორგი სარდალაშვილი ( - 60 კგ.) ორი გამარჯვების შემდეგ 1/4-ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟის გზით ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ცდილობს, პირველი შეხვედრა მოიგო და ფინალურ ბლოკში, გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება.
პირველ წრეში თავისუფალი იყო, გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ისრაელელი იჟაკ აშპიზი იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აშპიზი რეიტინგის მეორე ნომერია.
მერვედფინალში სარდალაშვილმა პორტუგალიელი ბერნარდუ ტრალიაუნ ფერნანდეში ვაზარით დაამარცხა.
სარდალაშვილი ნახევარფინალის საგზურისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ იპონით დამარცხდა.
რეპეშაჟში ფრანგი რომან ვალადიე პიკარდი იპონით დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.
სარდალაშვილმა 2023 წელს დოჰაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ამავე წონაში საფრანგეთის სახელით ლუკა მხეიძე გამოვიდა, რომელიც მეორე წრეში რუს აიუბ ბლიევთან შიდოებით დამარცხდა.