საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

ქართული ნახევარფინალი და ოთხი მედალი - ინანეიშვილის მორიგი ოქრო

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის თასის გათამაშება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი თენგო ზირაქაშვილი (73 კგ) გახდა, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. შეჯიბრების დასკვნით დღეს კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საბა ინანეიშვილი (+100 კგ) ავიდა.

ინანეიშვილმა ევროპის თასი მერვედფინალში რუსი ბოგდან გავრილოვის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში უნგრელ ლევენტე დობოშთან გამარჯვება მოჰყვა. ნახევარფინალში გულშემატკივარმა ქართული დაპირისპირება იხილა და ინანეიშვილმა საბა ქარდავა დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ჩეხ ტომაშ რაშკას იპონით აჯობა.

ცნობისათვის, ინანეიშვილთან განცდილი მარცხის შემდეგ ქარდავამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანელი მორტაზა სუჰა დაამარცხა, ხოლო კიდევ ერთი მედალი ჩვენს დელეგაციას ნოდარ ალაფიშვილმა მოუტანა, რომელიც ფინალში სერბ ლაზარ ზდრალესთან დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი რუსი დაამარცხა - ზირაქაშვილის ოქრო ევროპის თასზე
ორი რუსი დაამარცხა - ზირაქაშვილის ოქრო ევროპის თასზე