თბილისი პარაძიუდოში მსოფლიოს საუკეთესოებს უმასპინძლებს
თბილისი პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 25-27 სექტემბერს „ჰუალინგ პლაზაში“ მსოფლიოს საუკეთესო პარაძიუდოისტები შეიკრიბებიან — ტურნირში მონაწილეობას 300-ზე მეტი პარასპორტსმენი მიიღებს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაფართოებული და ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს. ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ქართველი პარაძიუდოისტები ორ კატეგორიაში გადანაწილდებიან.
J2 — მცირემხედველთა კატეგორია
- გიორგი ქალდანი — -70 კგ
- ზურაბ ზურაბიანი — -70 კგ
- ლევანი გუგავა — -81 კგ
- ბაჩუკი შელია — -81 კგ
- ზვიად გოგოჭური — -95 კგ
- ლაშა ყიზილაშვილი — -95 კგ
- რევაზ ჩიკოიძე — +95 კგ
- ქეთი გილიგაშვილი — -60 კგ
- ინა ქალდანი — -70 კგ
J1 — უსინათლოთა კატეგორია
- გიორგი გამჯაშვილი — -70 კგ
- გურამ აფციაური — -70 კგ
- საბა ბაღდავაძე — -81 კგ
- ლუკა ხარაიშვილი — -81 კგ
- გიორგი ბერიძე — -95 კგ
- რამინი ყიფშიძე — +95 კგ
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ორი დღე, 25 და 26 სექტემბერი, ინდივიდუალურ შეჯიბრებებს დაეთმობა, ხოლო 27 სექტემბერს მონაწილეები გუნდურ პირველობაში იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი თბილისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გამოვა. მოქმედი ჩემპიონების სტატუსით ტურნირზე გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე იასპარეზებენ.