სუპერკომპიუტერის პროგნოზი | საქართველოს ნაკრების შანსები ერთა ლიგაზე
Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა და ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფის ფავორიტი დაასახელა. Football Meets Data-ს მიხედვით, პირველ ადგილს უკრაინა დაიკავებს, მეორეზე უნგრეთი გავა, ხოლო საქართველო მესამე პოზიციას დასჯერდება.
სუპერკომპიუტერის მიხედვით, 17 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ „ჯვაროსნები“ ჯგუფს მოიგებენ და A დივიზიონში დაწინაურდებიან. ვილი სანიოლის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის 23.3-პროცენტიანი შანსი აქვს, რაც A ჯგუფის საგზურისთვის პლეიოფში თამაშის საშუალებას იძლევა.
Football Meets Data-ს ვარაუდით, ყველაზე მოსალოდნელი საქართველოს მესამე ადგილზე გასვლაა (29.6%), თუმცა მეოთხე ადგილთანაც ძალიან ახლოს ვართ (29.1%). Football Meets Data-ს მიხედვით, „ჯვაროსნების“ A დივიზიონში დაწინაურების შანსი 23.6 პროცენტია, დაქვეითების კი — 7.1%. სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 7 ან 8 ქულას აიღებს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების განრიგი ასე გამოიყურება:
25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — უკრაინა
2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი — საქართველო
5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო