საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

რა იქნება გადამწყვეტი საქართველოსთან და უკრაინასთან | უნგრეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი

უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოჟიკმა ერთა ლიგის ჯგუფსა და მოახლოებულ მატჩებზე M4Sport-თან ისაუბრა. ბოჟიკი ყველაზე რთულ შეხვედრებს უკრაინასთან ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოსთან სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო.

„უკრაინის ეროვნული გუნდი უსიამოვნო მეტოქეა, რომელიც კონტრშეტევებზე ძალიან კარგად გადადის. ჩრდილოეთ ირლანდია ყველაზე მარტივ მოწინააღმდეგედ მოჩანს და პროგნოზირებად ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება საქართველოს, კონტრშეტევებზე ისინიც შესანიშნავად გადადიან.

უნგრეთის ნაკრები ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც მას დავკარგავთ და კონტრშეტევების წინააღმდეგ მოგვიწევს თავის დაცვა. უკრაინასთან და საქართველოსთან შესაძლოა სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

ძალიან დაძაბული თამაშები გველოდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სამი მატჩის შემდეგ წაგება არ გვექნება. ვფიქრობ, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს დამარცხება შეგვიძლია. მართალია, „ჯვაროსნები“ კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ, მაგრამ საშინაო კედლებში მათ უნდა მოვუგოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. 28-ში თბილისს უკრაინა ეწვევა, ხოლო 2 ოქტომბერს „ჯვაროსნები“ სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდებიან, 5-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩავლენ და სანაკრებო ფანჯარას დახურავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა