გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ“ | კვერნაძეს რომაც აკვირდება

გიორგი კვერნაძემ სერია A-ს ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და იტალიური გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. Tuttosport-მა ქართველი გარემარბი „ნაპოლის“ დაუკავშირა, ბოლო ინფორმაციით კი კვერნაძე „რომას“ რადარზეც იმყოფება.

„„რომა“ და „ნაპოლი“ გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან და მის ბოლო თამაშებს დაესწრნენ. კვერნაძეს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული“, — წერს ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო სკირა.

სკირას ინფორმაციას Il Tempo-ს ჟურნალისტი, ფილიპო ბიაფორაც ადასტურებს, რომელიც „რომასთან“ დაახლოებული პირია. ბიაფორას მიხედვით, „ჯალოროსი“ კვერნაძეს აქტიურად აკვირდება, მაგრამ კლუბებს შორის არანაირი სახის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. „რომას“ ინტერესი ჯერჯერობით მხოლოდ დაკვირვების ეტაპზეა, თუმცა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მონაცემების განახლების შემდეგ გიორგის ფასი გაორმაგდა და 8 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯისთან რევანშამდე ერთი ჩხუბი უნდა გამართოს“ | ადესანიას რჩევა თოფურიას
„გეიჯისთან რევანშამდე ერთი ჩხუბი უნდა გამართოს“ | ადესანიას რჩევა თოფურიას