ილია თოფურია, ისრაელ ადესანია, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„გეიჯისთან რევანშამდე ერთი ჩხუბი უნდა გამართოს“ | ადესანიას რჩევა თოფურიას

UFC-ის საშუალო და უმსუბუქესი წონის ყოფილმა ჩემპიონებმა, ისრაელ ადესანიამ და დემეტრიუს ჯონსონმა, ილია თოფურიაზე ისაუბრეს. ადესანიამ „ელ მატადორს“ ურჩია, ჯასტინ გეიჯისთან დაუყოვნებლივი რემატჩი არ გამართოს და სატიტულო ბრძოლამდე ერთი გამარჯვება მოიპოვოს.

დემეტრიუს ჯონსონი: „ჩემი აზრით, გეიჯის მომდევნო მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა იყოს. ილია? მას შეუძლია მოიცადოს და მაქს ჰოლოუეის ან ჩარლზ ოლივეირას ეჩხუბოს, შემდეგ კი არმანისა და გეიჯის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს“.

ისრაელ ადესანია: „ილიამ ახლახან განაცხადა, რომ ოქტაგონში დაბრუნების უფლება მიიღო. ვფიქრობ, მან დეკემბერში უნდა ეჩხუბოს და ეს მისთვის კარგი პერიოდია. ვიცი, რას ნიშნავს ზიანის მიღება და ასეთი ცემის შემდეგ უნდა გაანალიზო, დასაბრუნებლად რა არის საჭირო. ვიცი, რა შეგრძნებაა, როდესაც მებრძოლი ხარ და მარცხდები. საუკეთესო მაგალითი ალექს პერეირასთან წაგებული ორთაბრძოლაა. მასთან დაუყოვნებლივი რემატჩი გავმართე, რადგან ეს კონტრაქტში იყო ჩადებული.

არ ვიცი, ილიას ხელშეკრულებაში რა წერია, მაგრამ ვურჩევდი, ჯასტინთან ეგრევე არ იჩხუბოს. ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სატიტულო ბრძოლამდე ერთ გამარჯვებას მოიპოვებს“.

შეგახსენებთ, რომ UFC 331-ზე ცარუკიანმა მაურისიო რუფი პირველ რაუნდში დაანოკაუტა და გამარჯვების შემდეგ გეიჯი გამოიწვია. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, ორგანიზაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, მსუბუქ წონით დივიზიონში მოვლენები როგორ განვითარდება და რა ჩხუბები ჩაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა