ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა
„ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 23 წლის გარემარბმა იტალიის სერია A-ს ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და „ვენეციასა“ და „ჯენოას“ შემდეგ „კომოს“ კარიც აიღო, მისმა გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.
კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი პრემიერ ლიგის კლუბის რადარზე მოექცა. სკირას მიხედვით, კვერნაძით „ჰალ სიტია“ დაინტერესებული და „ფროზინონეს“ გარემარბს აკვირდება.
???? Excl. - HullCity are interested and are monitoring #Frosinone’s winger Giorgi #Kvernadze (born in 2003). #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 21, 2026
„ჰალ სიტი“ პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა. 5 ტურის შემდეგ „ვეფხვებს“ 8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებენ. კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალია და 2022 წელს, როდესაც „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფში ასპარეზობდა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე გახლდათ.
რაც შეეხება კვერნაძეს, გიორგის „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა და იტალიურ კლუბში მერვე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 6 შეხვედრაში, კვერნაძეს 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.