ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

რატომ შეცვალა კვარა? - ენრიკემ კითხვას მოკლედ უპასუხა

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში „ლე კლასიკი“ შედგა, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი 58-ე წუთზე ფერან ტორესით შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტებმა ენრიკეს ხვიჩას შეცვლის მიზეზი ჰკითხეს, რასაც ესპანელმა მოკლედ უპასუხა.

რატომ გადაწყვიტეთ კვარაცხელიას შეცვლა?

იმიტომ რომ მწვრთნელი ვარ.

ხვიჩასთან არაფერი პრობლემა არ გაქვთ? ყველაფერი ნორმალურად არის?

მე მწვრთნელი ვარ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 10 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლე მანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან გაცილებით მეტს ველით“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„მისგან გაცილებით მეტს ველით“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშს აფასებს