ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისგან გაცილებით მეტს ველით“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, პსჟ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. მეორე ნახევარში, ქართველ შემტევს ქუსლით ლამაზი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მიცნამდე ძალიან ცოტა დააკლდა. საბოლოოდ, ლუის ენრიკემ კვარა 59-ე წუთზე, ფერან ტორესით შეცვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:

Maxifoot – 5.5 ქულა: ქართველი პირველი ერთი საათის განმავლობაში პარიზელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო. ის ბევრს მოძრაობდა მარცხენა ფლანგზე, ნუნუ მენდეშთან რამდენიმე საინტერესო კომბინაცია გაითამაშა და მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას. შესვენების შემდეგ მისი დარტყმული დე ლანგემ მოიგერია, მოგვიანებით კი, დემბელეს გადაცემის შემდეგ, მან ქუსლით დაარტყა და ბურთმა ძელს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა. მთლიანობაში საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, თუმცა გადამწყვეტი მოქმედების შესრულება ვერ შეძლო.

Goal.com – 5 ქულა: ქართველისთვის რთული საღამო გამოდგა - მას მეტოქის გადატვირთულ ფინალურ მესამედში სივრცეების პოვნა გაუჭირდა. ის თამაშის ერთი საათის გასვლამდე, ტაქტიკური ცვლილების გამო შეცვალეს, რამაც საბოლოოდ გაამართლა და სტუმრებს სასურველი შედეგი მოუტანა.

Footmercato – 4.5 ქულა: ამაღამ იმედგამაცრუებელი იყო. ლიგა 1-ში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით დაწყებული მოკრძალებული სეზონის ფონზე, ხვიჩა კვარაცხელია თავის ჩვეულ მარცხენა ფლანგზე პსჟ-ს ყოფილ მოთამაშეს, ტიმოთი ვეას დაუპირისპირდა. ქართველს კიდევ ერთხელ გაუჭირდა თავის გამოჩენა. ის ნაკლებად სახიფათო იყო, იშვიათად ახერხებდა შეტევაში სხვაობის შექმნას, ძირითადად წააგო ორთაბრძოლები და მისი გაღიზიანება 39-ე წუთზე არიტის წინააღმდეგ დაშვებულ ჯარიმაშიც გამოიხატა. მორიგი, ზედმეტად შეუმჩნეველი პირველი ტაიმი ისეთი მოთამაშისთვის, რომლისგანაც გაცილებით მეტს ელიან. დემბელეს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, მან ქუსლით სცადა გატანა, თუმცა ბურთმა „მარსელის“ კარს რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა (52-ე წუთი).

Le Parisien - 4 ქულა: ზედმეტად უფერული მატჩი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტისთვის. დემბელეს კარგი გადაცემის შემდეგ, მან ქუსლით სცადა გატანა და ბურთმა დე ლანგეს კარის ძელს ოდნავ ჩაუარა (52-ე წუთი). ფაქტობრივად, ეს არის და ეს, რაც მისი თამაშიდან დაგვამახსოვრდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 10 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლე მანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს