მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„მერაბი დაიღალა“ | ბივოლმა იანისა და დვალიშვილის ჩხუბი შეაფასა

WBA-ის, IBF-ის, WBO-სა და The Ring-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელმა მოკრივემ, დმიტრი ბივოლმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე დაპირისპირებაზე ისაუბრა. ბივოლს ჩხუბი მოეწონა და დაასახელა მომენტი, რომლის დროსაც იანს კრივი ძალიან დაეხმარა.

„ორთაბრძოლა მომეწონა. მომეწონა ისიც, მერაბმა ჩხუბი როგორ დაიწყო. დამუხტული და შემართული იყო, იანი კი მშვიდი, ცივსისხლიანი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გახლდათ.

ორთაბრძოლა თავიდან ისე მიდიოდა, თითქოს პიოტრი აგებდა, შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ მშვიდად იყო და თითქოს რაღაცას ელოდებოდა, თითქოს ამ ისტორიას აკონტროლებდა. შეიძლება, მერაბს აძლევდა კიდევაც ფეხში შესვლისა და ჭიდაობის საშუალებას. იანმა მოითმინა, გაუძლო და მესამე რაუნდში დავინახეთ, რომ ჭიდაობა უკვე აღარ მოქმედებდა.

მერაბი დაიღალა, ხოლო პიოტრის ხელით დარტყმები გადიოდა და სწორედ ამ დროს დაეხმარა მას კრივი ყველაზე მეტად. მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდები იანმა შესანიშნავად ჩაატარა. მშვენიერი ორთაბრძოლა იყო და არენაზეც საოცარი ატმოსფერო სუფევდა“.

ცნობისთვის, ბივოლს კარიერაში 26 ჩხუბი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 25 მოგება და 1 მარცხია. 2024 წლის ოქტომბერში მან არტურ ბეტერბიევთან წააგო, თუმცა მომდევნო წლის თებერვალში რევანში აიღო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „წასვლის ნებართვა მთხოვა“ | ქოჩორაშვილი დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო
    „წასვლის ნებართვა მთხოვა“ | ქოჩორაშვილი დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო