თორნიკე შენგელია, დუბაი
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - დუბაი ფენერბაჰჩესთან დამარცხდა

ევროლიგის სუპერთასი დასასრულს უახლოვდება. მე-3 ადგილისთვის მატჩში დუბაი ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდა და 85:77 დამარცხდა.

თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც კარგი მატჩი არ ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 10 წუთი და 45 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 8 ქულას და 2 მოხსნას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას თორნიკეს 3-ქულიანი არ უსროლია. ოთხი 2-ქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ტყორცნიდან ორივე ზუსტი იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორივე მოხსნა მეტოქის ფარზე შეასრულა. ასევე აღსანიშნავია, რომ მას პერსონალური ფოლი არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ დუბაის რიგებში მე-2 მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა მან ევროლიგის სუპერ თასის ნახევარფინალში რეალის წინააღმდეგ გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდა
შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდა