თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ევროლიგის სუპერთასი - შენგელიას დებიუტი დუბაიში და მარცხი რეალთან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ „დუბაის“ შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მისი გუნდი კი ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა (95:98).

პირველი მეოთხედი „დუბაიმ“ აქტიურად დაიწყო, 14 ქულითაც დაწინაურდა და საბოლოოდ მეოთხედი 27:18 მოიგო. მეორე მეოთხედში შენგელიას გუნდის უპირატესობა 16 ქულამდეც გაიზარდა, თუმცა მადრიდელებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს და პირველი ნახევარი „დუბაიმ“ მხოლოდ 43:42 მოიგო.

მესამე მეოთხედი „რეალმა“ უკეთესად ჩაატარა და ერთქულიან უპირატესობასაც მიაღწია (64:63), ხოლო ბოლო ათწუთეულში ორივე გუნდმა დაძაბული ბრძოლა შემოგვთავაზა - 88:88 და ოვერტაიმი, სადაც უკეთესი „სამეფო კლუბი“ იყო - 98:95

რაც შეეხება შენგელიას, ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 25:05 წუთი გაატარა და გუნდს 11 ქულით, 5 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაეხმარა.

სუპერთასის ფინალში „რეალის“ მეტოქე „ოლიმპიაკოსი“ იქნება, „დუბაი“ კი მესამე ადგილისთვის მატჩში ხვალ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ორი ქართველი ერთ გუნდში? | ლეიკერსს გოგას დამატებას ურჩევენ
    ორი ქართველი ერთ გუნდში? | ლეიკერსს გოგას დამატებას ურჩევენ