გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგამ ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელი დაასახელა და მეოთხე ადგილზე გიორგი შერმადინი დააყენა.

რეიტინგის შედგენისას შემდეგი კრიტერიუმები განიხილებოდა: გუნდური წარმატება, ინდივიდუალური ჯილდოები, კარიერის ხანგრძლივობა და გავლენა.

„2026 წლის აპრილში შერმადინი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა (1416) და იმის შანსი, რომ ვინმე მას უახლოეს მომავალში დაეწევა, საკმაოდ მცირეა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ცენტრმა დააგროვა. ეს არცთუ ცუდი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო ათიდან ცხრაჯერ გამთამაშებლებს გადაეცათ.

ბევრი სხვა შედეგიანი კალათბურთელისგან განსხვავებით, შერმადინმა ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ბურთს ზედმეტად არ აკონტროლებდა და არც რთულ სროლებს იღებდა საკუთარ თავზე. მისი თამაში ეფუძნება ეფექტიანობას, დროის სწორ შერჩევას, ფეხების მუშაობასა და მარსელინიო უერტასთან „პიკ-ენ-როლის“ დროს არსებულ, თითქმის ტელეპატიურ ურთიერთგაგებას.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ჩემპიონი. არაერთხელ დასახელებული სიმბოლური ნაკრების წევრი. „ათწლეულის გუნდის“ მთავარი შემადგენლობის წევრი. „შერმინატორი“ საკუთარ პოზიციაზე უბრალოდ კი არ დომინირებდა, მან ეს პოზიცია თავად განსაზღვრა“.

შერმადინს მხოლოდ მარსელინიო უერტასმა (1), კევინ პანტერმა (2) და კენდრიკ პერიმ (3) გაუსწრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ს ვარსკვლავი საქართველოში - ჰოვარდის ტრანსფერი გადაწყდა
NBA-ს ვარსკვლავი საქართველოში - ჰოვარდის ტრანსფერი გადაწყდა