ვეცდებით, ერთა ლიგა მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ | ლოჩოშვილის კომენტარი
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 22 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ჩვენმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადებისა და ერთა ლიგის ახალი სეზონის მნიშვნელობის შესახებ ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.
ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ამ ტურნირზე კარგი შედეგის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების მეტი შანსი გვექნება. ასევე, ეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თითოეულ ფეხბურთელს კარგად გვაქვს გათავისებული ამ მატჩების მნიშვნელობა.
კარგი იქნებოდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ სტადიონზე გარკვეული რაოდენობის ბავშვები, ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან. მუხტი და მხარდაჭერა მაინც იქნება, უკრაინასთან კი გაცილებით მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ვეცდებით, ერთა ლიგა მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება ადვილი არ იქნება, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ეს ნორმალური პროცესია. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გავიადვილოთ საქმე.“
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
Nakrebi.ge