გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„კვერნაძე როგორ ვერ შეამჩნიეთ?“ | იტალიელმა ჟურნალისტმა ნაპოლის ხელმძღვანელებს მიმართა

იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ გენიომ „ფროზინონეს“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. დელ გენიომ „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებს კვერნაძე აუცილებლად უნდა შეემჩნიათ.

„გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ფასი მხოლოდ ორი მილიონი ევრო იყო. როგორ მოახერხეთ და მისი ხარისხი ვერ შეამჩნიეთ? ასეთი ფეხბურთელის ღირებულება მაშინვე ხდება თვალსაჩინო და სერია B-ში მოთამაშე „ფროზინონეს“ მატჩების ნახვა სრულიად საკმარისი იქნებოდა.

მისი ტრანსფერის ნაცვლად „ნაპოლიმ“ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა და ნოა ლანგი და ალისონი გაიფორმა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ალისონის ტრანსფერი წარმატებული გარიგება იყო“.

ცნობისთვის, ახლახან კვერნაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას მიხედვით, ქართველი გარემარბით „ჰალ სიტი“ ინტერესდება და მის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება.

გიორგის „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა და მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | კვერნაძის კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა