ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს პროგრესი შენელდა, მაგრამ...“ - რას ამბობს უკრაინელი მწვრთნელი

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა და ექსპერტმა ვიტალი კვარციანიმ გუნდის უახლოეს მატჩებთან დაკავშირებით თავისი მოლოდინები გააზიარა.

ერთა ლიგის სამი მეტოქიდან, რომელს მიიჩნევთ ყველაზე რთულად უკრაინის ნაკრებისთვის?

„თუ გუნდების შემადგენლობებს კლუბების მიხედვით ავიღებთ, ჩრდილოეთ ირლანდია შედარებით სუსტად გამოიყურება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც გასულ ევროზე თავისი პიკის შემდეგ ტემპს ოდნავ დაუკლო, ძალიან სერიოზულად გამოიყურება. მათ, კვარაცხელიას გარდა, გამოუჩნდათ ვარსკვლავები, რომლებიც კარგ კლუბებში თამაშობენ. ასევეა უნგრეთის ნაკრებიც - მოთამაშეები სოლიდურ კლუბებში გამოდიან. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განაწყობენ მწვრთნელები თავიანთ ფეხბურთელებს და რა ტაქტიკას მოიფიქრებენ. თუმცა, არც ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ჩამოვწერდი. ყველაზე რთული პირველი თამაში იქნება უნგრეთთან. უნდა მოვიგოთ და შემდეგ უფრო მარტივი იქნება...“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება, მანამდე კი ჩვენი გუნდი 25 სექტემბერს ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებს, უკრაინა კი ამავე დღეს უნგრეთს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა
„ეს მთავარი პრობლემა იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელმა უკმაყოფილება ვერ დამალა