ხავიერ ტებასი
Aa
Aa

„ჰუისენი გასაძევებელი იყო“ - ტებასმა რეალის ტელევიზიის ბრალდებებს უპასუხა

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი მადრიდული დერბის შემდეგ „რეალის“ საკლუბო ტელევიზიის ეთერში მსაჯების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მატჩში მომხდარი ცალკეული ეპიზოდები შეაფასა.

„მადრიდის „რეალის“ ტელევიზიის შეფასებებზე ადრეც გვისაუბრია - ყველამ უნდა დაიცვას ეთიკის საზღვრები. მსაჯებზე ასეთი უსამართლო და დაუნდობელი ზეწოლა მიუღებელია.

დინ ჰუისენი ნამდვილად გასაძევებელი იყო. ჯუდ ბელინგემისა და კრისტიან რომეროს ეპიზოდში წითელი ბარათი ვერ დავინახე - რომერომ ჯერ ბურთზე ითამაშა. რაც შეეხება კანგ-ინ ლისა და ფედერიკო ვალვერდეს ეპიზოდს, აქ შეიძლებოდა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის გაძევება. თუმცა ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მესმის, რატომაც არ გააძევა მსაჯმა კანგ-ინ ლი“.

ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ „რეალმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ორტის არიასმა საშინლად იმსაჯა. კლუბის განცხადებით, მან კრისტიან რომეროსა და კანგ-ინ ლის აშკარა წითელი ბარათები არ უჩვენა, მისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა კი შეხვედრის ბედი განსაზღვრა.

აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკომ“ „რეალს“ 2:1 მოუგო, რის შედეგადაც „ბლანკოსსა“ და სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ შორის სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემიძლია გითხრათ რატომ აქვს რეალს ნაკლები ქულა... ყველაფერს სხვებს აბრალებენ“
„შემიძლია გითხრათ რატომ აქვს რეალს ნაკლები ქულა... ყველაფერს სხვებს აბრალებენ“