„ვერსად ვერ დააფასეს“ - ხაბიბის პოსტი კრიშტიანუზე
MMA-ს ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული დაღესტნელი მებრძოლები, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან, ყველამ ძალიან კარგად იცის. ახლა კი ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხაბიბის ფავორიტი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ყოფილა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამ თემასთან დაკავშირებით ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კრიშტიანუ სათანადოდ ვერსად ვერ დააფასეს და საკუთარი სიტყვების სისწორეში დასარწმუნებულად, საკმაოდ წონადი არგუმენტებიც მოიყვანა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი
2018 წელი - წავიდა „რეალიდან“ ღირსეული გაცილების გარეშე. 2021 წელი - წავიდა „იუვენტუსიდან“ ღირსეული გაცილების გარეშე. 2022 წელი - წავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ღირსეული გაცილების გარეშე და 2026 წელი - წავიდა პორტუგალიის ნაკრებიდან ღირსეული გაცილების გარეშე.
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს