ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალია: “საბერძნეთის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.

შეკრების მიმდინარეობისას, ნიუკასლისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელმა ვახტანგ სალიამ მცირე კომენტარი გააკეთა.

სალია:

„ბოლო რამდენიმე წელი ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დროა, რომ დავბრუნდე და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო ისევ ხალხს.

რამდენიმე თვეა დავბრუნდი და რამდენიმე მატჩი ვითამაშე. ვფიქრობ, ფორმაში უკვე შევდივარ. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ დაესწროს და ნახოს ეს თამაში, რადგან ძალიან საინტერესო თამაში იქნება.  საბერძნეთის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“

მატჩების განრიგი:

26 სექტემბერი - საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00

1 ოქტომბერი - ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი - ბალიმენა | 20:00

6 ოქტომბერი - გერმანია V საქართველო | შიუკო არენა - ბილეფელდი | 22:45

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები