გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„მამარდაშვილი ამას აღარ შეეგუება...“ - ინგლისელი ჟურნალისტი ლივერპულის მეკარეებზე საუბრობს

„ლივერპულთან“ დაახლოებულმა ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა, ჯეიმს პირსმა ალისონისა და გიორგი მამარდაშვილის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და მერსისაიდულ კლუბში მათი მომავალი განიხილა. პირსი ამბობს, რომ „ლივერპულს“ ბრაზილიელი მეკარის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ მასთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. ამ შემთხვევაში, მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონში სათადარიგო მეკარედ ყოფნას არ შეეგუება და დიდი ალბათობით, კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს.

რას ამბობს პირსი:

„იქნება თუ არა ალისონი გუნდში მომავალ სეზონში? ამ მომენტისთვის ეს არ ვიცით. როგორც მითხრეს, ყველა მხარისთვის ჯერ ძალიან ადრეა. ასეთი მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა. თუ ალისონი დარჩება, მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონში სათადარიგო მეკარის როლს არ შეეგუება. თუ ალისონი დარჩება, ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილი წავა. გარდა ამისა, მათ დიდი თანხა ჩადეს ახალგაზრდა ბელგიელ მეკარეში, ლუკა ბრუგმანსში“.

„შემდეგ არის იაროში, რომელიც რამდენიმე თვეში დაბრუნდება, „ლივერპულს“ ასევე ჰყავს არმინ პეჩი, რომელიც ამჟამად იჯარით ავსტრიაში იმყოფება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდში სავსებით კმაყოფილები არიან იმ რესურსით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში - ხუთი, ექვსი ან შვიდი წლის ჭრილში მეკარეების მხრივ აქვთ, მაგრამ უახლოესი მომავალი ნამდვილად ბუნდოვანია.“

ალისონს „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. როგორც ცნობილია, მხარეებს კიდევ ერთი წლით შეუძლიათ ხელშეკრულების გახანგრძლივება და არსებობს მოლოდინი, რომ მერსისაიდული გუნდი კონტრაქტის ამ პუნქტს გამოიყენებს.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატჩში ითამაშა, ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო, ქართველ მეკარეს კი ამ შეხვედრაში 5 მოგერიება ჰქონდა. დანარჩენ შეხვედრებში - როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის“ კარს ალისონ ბეკერი იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა ბორნმუთს მოუგო - მამარდაშვილი ისევ თადარიგში იყო
ლივერპულმა ბორნმუთს მოუგო - მამარდაშვილი ისევ თადარიგში იყო