„იმ მომენტში ოლისე საუკეთესოდ მიმაჩნდა, ახლა იმედია ხვიჩა მოიგებს“ - სანიოლი ოქროს ბურთზე
ხუთშაბათს ვილი სანიოლმა სექტემბერი-ოქტომბრის ერთა ლიგის მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა „ოქროს ბურთს“ ეხებოდა. ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს განაცხადა, რომ ჯილდოს მაიკლ ოლისე იმსახურებდა. რა თქმა უნდა, პრესა და ქართველი გულშემატკივარი სანიოლის მხრიდან ამ განცხადებისთვის ახსნა-განმარტებას ელოდა.
„ტრადიციულად იმ წელს როცა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოქროს ბურთს მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე იღებს. იმ მომენტისთვის როცა ინტერვიუ მივეცი, მე ნამდვილად მიმაჩნდა, რომ მაიკლ ოლისე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოგვიანებით საფრანგეთისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. ოლისემ გადამწყვეტი მატჩები ჩააგდო და დღეს ფავორიტად აღარ მიიჩნევა.
სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ტურნირით ოქროს ბურთის გამარჯვებულს ვერ განვსაზღვრავთ. ამიტომ ოქროს ბურთის შემთხვევაში მთელ სეზონს უნდა შევხედოთ. მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე გამოკვეთილი ფავორიტი არ გვყავს, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი მთელ სეზონში. ასეთი სამი მოთამაშეა: მბაპე, კეინი და კვარა. მათგან ყველაზე მაღალ დონეზე კვარამ ითამაშა და იმედი მაქვს ის გაიმარჯვებს, ის ამას იმსახურებს. 6 წელია საქართველოში ვარ და სხვადასხვა პრიზებზე როცა ხმის მიცემის უფლება მქონდა მე ყოველთვის ხვიჩას ვაძლევდი ხმას მაშინაც კი როცა მას იდეალური სეზონი არ ჰქონდა. მაგრამ მაშინ ამასთან დაკავშირებით არავის დაუსვამს ეს კითხვა სწორად მოვიქეცი თუ არა. ამისთვის არავის უთქვამს კომპლიმენტი, მაგრამ ამ ინტერვიუს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს თავს უპატივცემულოდ მაგრძნობინებს.
მე ყოველთვის პატიოსანი ვიყავი ყველასთან. მე არ ვარ სრულყოფილი, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი ვარ“.
- უპასუხა სანიოლმა ამ თემის მიმართ დასმულ კითხვას.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს