გორის დილა, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა | ტორპედომ დილას მოუგო

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის „ტორპედო“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-17 წუთზე „ტორპედომ“ აკაკი შულაიას გოლით გახსნა, 35-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 მორჩა.

მეორე ნახევარში, 68-ე წუთზე ფელიპე პირესმა „დილას“ კარში მეორე გოლი გაიტანა, რაც საბოლოოდ გადაწყვეტი აღმოჩნდა და „ტორპედოს“ 3 ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით, ქუთაისურმა კლუბმა „დილას“ გადაასწრო და 40 ქულით მე-5 პოზიციაზე აღზევდა. ამდენივე ქულა აქვს გორულ კლუბს, რომელიც ქუთაისელებს ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება.

მომდევნო ტურში „ტორპედო“ სტუმრად ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდება, „დილა“ კი საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს.

Crystalbet ეროვნული ლიგაში 32-ე ტური 7-9 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
    „მცველებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს