ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ოთხი-ხუთი თვე დაისვენოს, ოფთალმოლოგთან წავიდეს“ | ცარუკიანი თოფურიაზე

UFC 331-ზე არმან ცარუკიანმა საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად სერიოზული განაცხადი გააკეთა. ღონისძიების თანამთავარ მოვლენაში სომეხი მებრძოლი მაურისიო რუფის დაუპირისპირდა და მეტოქე პირველი რაუნდის ბოლოს, იდაყვით განხორციელებული დარტყმით დაანოკაუტა.

რუფისთან გამარჯვების შემდეგ არმანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცარუკიანმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი სურს და დარწმუნებულია, რომ მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდება. არმანს არც ილია თოფურია დაუტოვებია უყურადღებოდ და აღნიშნა, რომ მასთან ბრძოლისთვისაც მზად არის.

„ილია თოფურიამ აღდგენა გააგრძელოს. ოფთალმოლოგთან წავიდეს და პაუზა აიღოს, რათა კონდიციები ბოლომდე აღიდგინოს. ოთხი-ხუთი თვე დაისვენოს, შემდეგ კი, როდესაც ჩემპიონი გავხდები, დავილაპარაკოთ. მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ“.

ცნობისთვის, ღონისძიების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ორგანიზაციას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, მსუბუქ წონით დივიზიონში რა ჩხუბები უნდა გაიმართოს. არმანის მსგავსად, „ელ მატადორიც“ საჩემპიონო ორთაბრძოლას ითხოვს და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

რაც შეეხება ცარუკიანის განცხადებას, გეიჯისთან ჩხუბში თოფურიამ თვალბუდის ძვალი დაიზიანა და არმანმა ოფთალმოლოგთან ვიზიტზე სწორედ ამიტომ გაამახვილა ყურადღება. რამდენიმე დღის წინ ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამედიცინო კვლევები დასრულებულია და ოქტაგონში დასაბრუნებლად მზად არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს