ბარსელონა, სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

“მისი ჟესტი არ მომეწონა“ - ქოჩორაშვილი იამალთან ინციდენტზე

სევილიასა და ბარსელონას მატჩის პირველი ტაიმის დროს, გიორგი ქოჩორაშვილსა და ლამინ იამალს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ქოჩორაშვილი:

„ლამინ იამალი დიდებული ფეხბურთელია. მე მისი ჟესტი არ მომეწონა და ამის შესახებ ვუთხარი. ჩემს გარდა, მას შენიშვნა არბიტრმაც მისცა.

რაც შეეხება მატჩს, ჩემი გუნდით ვამაყობ. ვიბრძოლეთ, მაგრამ დღეს ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობდა. მეორე ტაიმი უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ბარსელონას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. მას საკმაოდ კარგი მატჩიც ჰქონდა.

 იხილეთ მისი გამორჩეული მომენტები ბარსელონას წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები