ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ფერან ტორესი
Aa
Aa

პსჟ-მ ლე კლასიკი მოიგო - ხვიჩამ 58 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი ბურთს 42-ჯერ შეეხო, 33-დან 31 ზუსტი პასი შეასრულა, აქედან 3 საკვანძო პასი იყო, 1-დან 1 ზუსტი გრძელი პასი ჰქონდა, კარში 2-ჯერ დაარტყა - ერთხელ ზუსტად, ერთხელ არაზუსტად, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, დაცვაში 6-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო და ბურთი ორჯერ დაიბრუნა. მისი თამაში 7.1 ქულით შეფასდა.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი:

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია 59-ე წუთზე, ფერან ტორესით შეცვალა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან მალევე ანგარიში გახსნა და პსჟ 1:0 დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა 72-ე წუთზე, გომესის გოლით აღადგინეს, გამარჯვების გოლი კი 74-ე წუთზე, მარკინიოსმა გაიტანა.

გოლები:

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ჯერჯერობით, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემაა.

5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 10 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ლე მანის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში - კვერნაძემ კომოს გაუტანა, ფროზინონემ კი ისევ მოიგო
    გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში - კვერნაძემ კომოს გაუტანა, ფროზინონემ კი ისევ მოიგო