გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში - კვერნაძემ კომოს გაუტანა, ფროზინონემ კი ისევ მოიგო
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „კომოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს კვერნაძემ მეტოქის კარში თავისი გუნდის სასარგებლოდ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გოლის გარდა ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. „ფროზინონეს“ მწვრთნელმა კვერნაძე მე-80 წუთზე შეცვალა, მოედნიდან გასვლამდე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 35 შეხება, 13-დან 11 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 4 დარტყმა - 1 ზუსტი, 1 არაზუსტი, 2 დაბლოკილი, 4-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 15-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 1 ართმევა, 6-ჯერ დაბრუნებული ბურთი, შეფასება - 8.0 ქულა.
კვერნაძის ყველა მომენტი:
საგულისხმოა, რომ გიორგი კვერნაძემ სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა და ასისტის ჩათვლით, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში დატოვა მოედანი შედეგიანი მოქმედებით. ქართველ შემტევს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ამ გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-5 ადგილზე იმყოფება და 10 ქულა აქვს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სტუმრად, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.