კილიან მბაპე, დანიელ რიოლო
Aa
Aa

რიოლო: მბაპეს წინააღმდეგ შეთქმულებაა, ძალიან ბევრი დამთხვევაა, მას ძირს უთხრიან

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დანიელ რიოლო მიიჩნევს, რომ კილიან მბაპეს გარშემო ატეხილი სკანდალები შესაძლოა მოთამაშის წინააღმდეგ არსებულ შეთქმულებას უკავშირდებოდეს.

„მბაპე კვლავაც საშუალოზე მაღალ ფსიქოლოგიურ მდგრადობას ავლენს. გადალახო ის, რომ მან „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო, და ის, რაც ჩინეთში ხდება... ეს არ ყოფილა წვრილმანი ინციდენტი - ის, რაც მას თავს გადახდა, პოლიტიკური, დიპლომატიური და საკმაოდ სერიოზული სიტუაცია იყო. შემდეგ კი, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, მან სანტანდერში „რასინგთან“ აი, ასეთი მატჩი ჩაატარა.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან მაგარ ბიჭთან გვაქვს საქმე. მანამდე იყო შვედეთის ისტორია (გაუპატიურების შემთხვევა იმ სასტუმროში, სადაც მბაპე ცხოვრობდა) - ასევე სერიოზული, მაგრამ...

ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი, რაც მბაპეს გარშემო ხდება, ხშირად ირაციონალურია. მაგრამ ახლა ეს რაღაც დაუჯერებელ დონეზე გავიდა. ეს ისტორია უბრალოდ სიგიჟეა: იმ ვიდეოს გამო, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ ჩაწერა, მასზე ასეთი რეაქცია წამოვიდა - სახელმწიფოს მთელი ძალისხმევით, რომელმაც საერთოდ შეწყვიტა მატჩების ტრანსლირება.

ეს სრულიად ირაციონალურია. ისევე როგორც შვედეთის ისტორია. თანაც, ამ ისტორიის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით. საქმე დაიხურა, მაგრამ საერთოდ თუ ხვდებით, მაშინ რას წერდნენ მედიაში?! ნუთუ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მის გარშემო არ არის რაღაც შეთქმულება, რომლის მიზანიც მისი გატეხვაა?

მართლა გვჯერა, რომ ეს მხოლოდ შეთქმულების თეორიაა? მაინც ძალიან ბევრი დამთხვევაა“,

- განაცხადა რიოლომ RMC Sport-ის გადაცემა After Foot-ის ეთერში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები