ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მეექვსე ადგილი უსამართლობაა“ | მიქაუტაძის მიხედვით, კვარა მინიმუმ ტოპ 5-ს იმსახურებდა

„ვილიარეალის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართავს და ფრანგულმა L’Equipe-მა მას ინტერვიუ ჩამოართვა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

„მე და ხვიჩას ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ეროვნულ ნაკრებში ერთად დიდ დროს ვატარებთ. ის ძალიან კარგი ბიჭია. ბოლო სანაკრებო შეკრების დროს ვამბობდით, რომ ამ თამაშზე ერთმანეთს შევხვდებოდით. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და მისთვის ძალიან რთულია, რადგან ეს ყველაზე მძიმე ტრავმაა, რაც შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს. ეროვნული ნაკრებისთვისაც დიდი დარტყმაა, რადგან ჩვენი კაპიტანია, თუმცა მთელი საქართველო მის გვერდით დგას“.

გაუკვირდა თუ არა, რომ კვარა ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეექვსე ადგილზე გავიდა

„დიახ, გამიკვირდა და ვთვლი, რომ ეს უსამართლობა იყო. ხვიჩა უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მინიმუმ ტოპ-5-ში უნდა ყოფილიყო. ლიგის პლეი-ოფში მან გოლები გაიტანა და საკუთარი გუნდის ლიდერი იყო. ის ჩემი მისაბაძი მაგალითია“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში პირველ ადგილზე ჰარი კეინი გავიდა. მეორე ადგილი კილიან მბაპემ დაიკავა, მესამე — ლამინ იამალმა, მეოთხე — როდრიმ, მეხუთე — ლიონელ მესიმ.

რაც შეეხება „ვილიარეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“, ლუის ენრიკეს გუნდი 9 ქულით ლიგის ფაზის ლიდერია, ხოლო „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ 3 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი“ - მიქაუტაძემ ხვიჩას მიმართა
    „შეინარჩუნე რწმენა შენს თავში, იყავი ძლიერი“ - მიქაუტაძემ ხვიჩას მიმართა