ტრაგედია ესპანეთში | მეკარისა და ფეხბურთელის შეჯახება ფატალურად დასრულდა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრა გაიმართა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საშინელი შეჯახება მოხდა, რომელიც როგორც ახლახან გაირკვა, ფატალურად დასრულდა.
„ტენერიფეს“ ფეხბურთელი, ხესუს დე მიგელი ბურთისთვის იბრძოდა, როდესაც მას „ანდორას“ მეკარე, ჟეზუს ოვონო შეეჯახა. მიგელს გული გაუჩერდა და მოედანზე შესულმა ექიმებმა მას გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს, შემდეგ კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რამდენიმე წუთის წინ „ტენერიფემ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ექიმებმა მიგელის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და სამწუხაროდ, ექიმებმა ვერაფერი შეძლეს.
ხესუს დე მიგელი 30 წლის იყო. „ტენერიფემდე“ ის „კასტელონში“, „უნიონისტაში“, „ნავალკარეროში“, „ფუენლაბრადასა“ და „ლეგანესის“ ბ გუნდში თამაშობდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს