კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი, პირს მორგანი
Aa
Aa

პირს მორგანი: რონალდუმ მითხრა რომ ტენ ჰაგი განხილვადაც კი არ ღირს

ცნობილი ტელეწამყვანი და კრიშტიანუ რონალდუს ახლო მეგობარი პირს მორგანი ერიკ ტენ ჰაგის მიერ პორტუგალიელის მისამართით ნათქვამ სიტყვებს გამოეხმაურა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდუ ასე დაახასიათა: „ის უდიადესია, თუმცა ბოლო 7-8 წელია ძველ დონეზე თამაში აღარ შეუძლია. „იუვენტუსის“ დროიდან მოყოლებული ყველაფერი ფაქტობრივად დასრულდა. რეალი არავის უშვებს ასე მარტივად. მათ იცოდნენ, რომ კრიშტიანუსგან სარგებელს ვეღარ მიიღებდნენ და სწორედ ამიტომ გაუშვეს“.

„რონალდუმ „რეალიდან“ წასვლის შემდეგ 330-ზე მეტი გოლი გაიტანა. ის „იუვენტუსშიც“ უკიდურესად წარმატებული იყო, ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ტენ ჰაგმა ძალიან შურიანი განცხადება გააკეთა, რადგან რონალდუ მასაც აკრიტიკებდა.

რასაც ტენ ჰაგი მალავს, არის ის ფაქტი, რომ მან კლუბიდან რონალდუს გაძევების შემდეგ კიდევ გარკვეული დრო გააგრძელა „იუნაიტედის“ წვრთნა და წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. ხოლო თავის ახალ გუნდში, გერმანიაში მან სულ რაღაც 60 დღე იმუშავა. ვფიქრობ, ტენ ჰაგი გრანდიოზულად ჩავარდა.

„იუნაიტედიდან“ წასვლამდე ბოლო სეზონში რონალდუმ პრემიერლიგაში 18, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ ისურვებდა „იუნაიტედი“ ასეთი სტატისტიკის მქონე თავდამსხმელის ყოლას? ვფიქრობ, რონალდუს „იუნაიტედში“ კიდევ ორი-სამი წელი შეეძლო გაეტარებინა და ბევრი გოლი გაეტანა.

ეს იქნებოდა მშვენიერი, შესანიშნავი დაბრუნება, იქ სწორი მწვრთნელი რომ ყოფილიყო. მაგრამ ის ასეთი არ იყო - იყო ტიპი, რომელიც რონალდუს პატივს არ სცემდა, ნაგავივით ექცეოდა, როგორც ახლა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი შვება (ჟორჟე ჟეზუში). ეს ტიპები ცდილობენ რონალდუს ხარჯზე თვითდამკვიდრებას.

მე ვკითხე კრიშტიანუს, რას ფიქრობს ამაზე და ერთადერთი, რაც მან თქვა, ის იყო, რომ ტენ ჰაგი განხილვადაც კი არ ღირს“,

- სიცილით განაცხადა მორგანმა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები